Wednesday, November 20, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება: საქართველოს  წითელი  წიგნი  და  წითელი  ნუსხა.



პროექტის  მთავარი  იდეა: წითელი  წიგნის  და  წითელი  ნუსხის აქტუალობა.

აქტუალობა: ამ  პროექტის აქტუალობა  მნიშვნელოვანია  იმით , რომ  მოსწავლეები 
დაკვირვებით ეცნობიან საქართველოს  ტერიტორიაზე გავრცელებულ გადაშენების
წინაშე  მყოფ სახეობებს, მოიპოვებენ ინფორმაციას  და  იღრმავებენ  ცოდნას მათ შესახებ.

მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ დამოუკიდებლად  მუშაობის, თანამშრომლობის,
პრაქტიკულ  შემოქმედებითი  უნარი.

 მოსწავლეთა  ასაკი: 10-11 წელი

 ვადები-ხანგძლივობა:10 დღე

მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეები  მოპოვებული  ინფორმაციით  ქმნიან  პლაკატებს, ბუკლეტებს, სლაიდებს  დააცნობენ  აუდიტორიას. მიიღებენ  გადაწყვეტილებებს.

პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, თაბახის ფურცლები, ფანქრები.

 პროექტის  მსვლელობა:

აქტივობა  1: პროექტის თემის  შერჩევა  ,კლასის  დაყოფა  ჯგუფებად, შეფასების  სქემის  გაცნობა.

აქტივობა  2: პროექტის  გეგმის  შემუშავება ჯგუფებში და  მოვალეობების  განაწილება.

   I ჯგუფი  მოიძიებს  ინფორმაციას  წითელ  წიგნსა  და  ნუსხაში  შეტანილ  ცხოველთა  შესახებ.



   II  ჯგუფი  მოიძიებს  ინფორმაციას  მცენარეთა  შესახებ.



აქტივობა  3: ინფორმაციის  დახარისხება, პრეზენტაციისთვის  მზადება.

აქტივობა  4: პრეზენტაციის  ჩატარება.

აქტივობა  5: ბუკლეტების  მომზადება.

აქტივობა  6: შეფასება.


კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
ინფორმაციის  მოძიების  წყაროები
იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ საინფორმაციო რამდენიმე წყაროს.
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს.


მოძიებული ინფორმაციის  ანალიზი.
ვერ იყენებს  მოძიებულ  ინფორმაციას  მიზნობრივად.
მოძიებულ  მასალას  ნაწილობრივ  მიზნობრივად  იყენებს.
მოძიებულ  მასალას  ძირითადად  მიზნობრივად  იყენებს.
ყოველთვის  მიზნობრივად იყენებს  მოძიებულ  მასალას.

ჯგუფურ  მუშაობაში  ჩართულობა.
არ  არის  ჩართული   ჯგუფურ  მუშაობაში.
პასიურობს  და  ჯგუფურ  მუშაობაში  ერთვება   ზოგჯერ.
თანამშრომლობს  ჯგუფის  წევრებთან,  მაგრამ  ყურადღება  გაფანტული  აქვს.
ყოველთვის   ჩართულია  ჯგუფურ  მუშაობაში,  აქვს  ლიდერის  უნარ-ჩვევები.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეორვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნება

ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      იყენებს სხვადასხვა წყაროს (მაგ. საქართველოს წითელი ნუსხა, წითელი წიგნი) დაცული ობიექტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და მონაწილეობს გარემოსდაცვითი იდეების პოპულარიზაციაში;

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო თევდორაძე.


ხელმღძვანელის ელ-ფოსტა: tevdoradzenino1@gmail.com